
ნატო გუგავა
ასოცირებული პროფესორი, საბჭოს წევრი
აფილირებული ასოცირებული პროფესორი
სამართლის ფაკულტეტი
საჯარო მმართველობის დოქტორი
ელ.ფოსტა: nato.gugava@sabauni.edu.ge
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის აფელირებული ასოცირებული პროფესორი, 2017-2020 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი. ააიპ - საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის თანადამფუძნებელი. საჯარო სამსახურში სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადსხვა წამყვან თანამდებობებზე. ამჟამად არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე.
2017 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტები საქართველოს საჯარო სექტორში და საერთაშორისო გამოცდილება“. 2017 წლიდან კითხულობს ლექციებს საკონსტიტუციო სამართლისა და შესავალი სამართალმცოდნეობის მიმართულებით. კვლევის ძირითადი სფერო: საკონსტიტუციო სამართალი, სამათლის თეორია, საარჩევნო სამართალი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი, სასჯელაღსრულების სამართალი, საჯარო მმართველობა.
პროფესორი გუგავა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გუნდს შემოუერთდა 2020 წელს.
სალექციო კურსები
- საკონსტიტუციო სამართალი
- საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი
- საარჩევნო სამართალი
- შესავალი სამართალმცოდნეობაში
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი
- სასჯელაღსრულების სამართალი
- საჯარო მმართველობა
გამოქვეყნებული ნაშრომები
წიგნები
- ნატო გუგავა - პენიტენციურ სისტემაში დასაქმებულ მართვის სისტემის თანამშრომელთა სახელმძღვანელო, 2007 წელი
სტატიები
- „პოლიტიკური პარტიების საქმიანობის საკონსტიტუციო პრინციპები საქართველოში“, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური ჟურნალი №2, 2020 წელი;
- „საარჩევნო სისტემის მიმდინარე რეფორმა საქართველოში“, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი სამართლის მაცნე №1 (1), 2020 წელი
- „პირობითი მსჯავრი და არასრულწლოვანთა მიმართ მისი დანიშვნის თავისებურებები“, სამეცნიერო ნაშრომთა კრებული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გამომცემლობა „უნივერსალი“, 2019 წელი
- „განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები საქართველოს საჯარო სექტორში“ სამეცნიერო ჟურნალი „საისტორიო ვერტიკალები“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, №35, 2016 წელი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე ზედამხედველი საქართველოში“, სამეცნიერო ჟურნალი „ხელისუფლება და საზოგადოება“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, №4(40) 2016 წელი, ტომი I
- „პერსონალური მონაცემები და ადგილობრივი კანონმდებლობა“, სამეცნიერო ჟურნალი „საისტორიო ვერტიკალები“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, №34, 2016 წელი