სალომე გოგბერაშვილი
კრაკოვის პონტიფიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
სალომე გოგბერაშვილი, საბაუნის ასოცირებული პროფესორი აკადემიური პერსონალისათვის განკუთვნილი Erasmus+ პროგრამით კრაკოვის პონტიფიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში საბაუნის პროფესორმა ლექციების გარდა სამუშაო შეხვედრები გამართა პოლონელ კოლეგებთან, სადაც ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე, კონფერენციებში და ერთობლივ პროექტებში მონაწილეობაზე.
„მობილობა იყო საინტერესო და ნაყოფიერი. ვიზიტის დროს მქონდა რამდენიმე ლექცია სტუდენტებთან ოჯახის თემატიკაზე, სადაც ამერიკული ოჯახის გვერდით განვიხილეთ ოჯახის ინსტიტუტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და თანამედროვე ტენცენციები. ვისაუბრეთ ასევე გენდერულ სტერეოტიპებზე, ოჯახური ძალადობის ტიპებზე და ა.შ. პოლონელ კოლეგებთან შეხვედრაც საკმაოდ საინტერესო იყო, დაინტერესდნენ ჩემს მიერ წარდგენილი სალექციო კურსით და დიდი ალბათობით სამომავლოდ თვითონაც შესთავაზებენ მსგავს კურსს სტუდენტებს. გარდა ამისა, ორივე მხარემ გამოვთქვით მზაობა ჩვენი უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობისათვის“ - სალომე გოგბერაშვილი.
სალომე გოგბერაშვილი საბაუნის აფილირებული ასოცირებული პროფესორია, ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
პროფ. გოგბერაშვილის მობილობა მიმდინარე წლის 15-19 აპრილს განხორციელდა.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და კრაკოვის პონტიფიკური უნივერსიტეტი მრავალი წელია თანამშრომლობენ, როგორც Erasmus+ ICM პროექტის, ასევე სხვადასხვა ერთობლივი პროექტის ფარგლებში.