ბიზნესის ადმინისტრირება (ბაკალავრი)
- სპეციალობა: ბიზნესის ადმინისტრირება
- მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში
- კოდი ცნობარში: 0880107
- სწავლის ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი)
- სწავლების ენა: ქართული
- წლიური საფასური: 2 750 ლარი
- პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა (გერმანული, ფრანგული, რუსული ან ინგლისური), არჩევითი-სავალდებულო: ისტორია ან მათემატიკა.
- პროგრამის ხელმძღვანელი: თამთა მიქაბერიძე
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მიზანია:
- ევროპული ღირებულებების მქონე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვილი ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის მენეჯმენტში მომზადება, რომელიც შეძლებს თეორიული ცოდნის საფუძველზე კრიტიკულად გაიაზროს ეკონომიკის, ბიზნესის, მენეჯმენტის, ფინანსების და მარკეტინგის კომპლექსური საკითხები;
- კურსდამთავრებულმა შეძლოს სხვადასხვა დისციპლინათა ურთიერთდაკავშირების გზით მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, მულტიკულტურულ გარემოში სწორი და რაციონალური მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღება;
- კურსდამთავრებულს გამოუმუშავოს სხვადასხვა სასწავლო კურსების კომპონენტების დაკავშირების გზით ბიზნესისა და მართვის სფეროში მიღებული ცოდნის საფუძველზე არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბებისა და დაინტერესებულ მხარეებისთვის გაზიარების უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
- კურსდამთავრებულს გამოუმუშავოს სწავლის დამოუკიდებლად წარმართვის და პირველადი კვლევის განხორციელების უნარი, ასევე კურსდამთავრებულებმა შეძლონ გამოკვეთონ საკუთარი პროფესიული ინტერესები და ცოდნის სრულყოფა სწავლების უფრო მაღალ საფეხურზე;
- კურსდამთავრებულს გამოუმუშავოს პროფესიულ-ეთიკური ღირებულებების ფორმირებისა და დაცვის უნარი.