20ოქტ,2018
Erasmus+ აკადემიური პერსონალისათვის ლიონის უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში (www.ucly.fr ) საბაუნის აკადემიური პერსონალის მობილობაზე (Teaching Mobility). მიმღებ უნივერსიტეტი დაინტერესებულია საბაუნის ლექტორმა ფრანგულ აუდიტორიას ესაუბროს შემდეგ თემაზე: deRussification and recent evolutions in public and private law in the Caucasus.
ზოგადი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საბაუნის სამართლის, ბიზნესისა და ტურიზმის, და ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს. მობილობა განხორციელდება 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში. მობილობის ხანგრძლივობაა 5 დღე (მგზავრობის დღეების გარდა). მობილობის ფარგლებში გრანტის მფლობელმა მიმღებ უნივერსიტეტში უნდა ჩაატაროს 8 საათი სალექციო კურსი. გრანტი სრულად ფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- CV
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (აკადემიურის პერსონალის მობილობით დაინტერესებულებმა, სააპლიკაციო ფორმაში უნდა ჩაწეროთ მოკლე მონახაზი მობილბის ფარგლებში შეთავაზებული სალექციო კურსისა)
შენიშვნა: ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა B2 დონეზე.
საბუთების მიღება წარმოებს 2018 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. ჩამოთვლილი დოკუმენტაცია მიიღება ელექტრონული სახით შემდეგ ელ.ფოსტაზე sh.parunashvili@sabauni.edu.ge