30აპრ,2019
Erasmus+ ესპანეთში ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის
დაიწყო Erasmus+ ის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია ბიზნესის საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის. მობილობა განხორციელდება 2019-2020 სასწავლო წელს, ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში.
პირობები:
აკადემიური პერსონალისათვის:
- მობილობისათვის განკუთვნილია 5 სამუშაო დღე (2 მგზავრობის დღე დამატებული)
- პერსონალის მიერ შეთავაზებული კურსი უნდა შეესაბამებოდეს ვალიადოლიდის უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო კურსის კურიკულუმს (მობილობის დაწყებამდე მიიღწევა შეთანხმება ორ უნივერსიტეტს შორის)
- სავალდებულოა მინიმუმ 4 საათი ლექციის ჩატარება
- მობილობა უნდა განხორციელდეს ვალიადოლიდის უნივერსიტეტის აკადემიური კალენდრის ფარგლებში
- იმისათვის, რომ პერსონალმა მიიღოს ფინანსური მხარდაჭერა, მობილობა უნდა განხორციელდეს 2020 წლის 30 ივნისამდე
- სპეციალური საჭიროების მქონე პერსონალისათვის გათვალისწინებული იქნება დამატებითი ხარჯები
სტუდენტებისათვის:
- სტუდენტების მობილობის პერიოდია 5 თვე (უფრო მოკლე პერიოდი არ განიხილება)
- სტუდენტს შეუძლია მობილობით ისწავლოს 2019-2020 წლის საშემოდგომო სემესტრზე (სემესტრი იწყება 2019 წლის სექტემბერში) ან 2019-2020 წლის საგაზაფხულო სემესტრზე (სემესტრი იწყება 2020 წლის თებერვალში)
- სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება დამატებითი ხარჯები
რეგისტრაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში საგანგებოდ შექმნილ პლატფორმის საშუალებით (ბმული).
რეგისტრაციის დაწყებამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ აპლიკანტის სახელმძღვანელოს (ბმული) და ინსტრუქციას რეგისტრაციისათვის (ბმული).
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 აპრილი (12:00 ესპანეთის დროით)
საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს შეუძლია აირჩიოს სასწავლო კურსები შემოთავაზებული შემდეგი პროგრამიდან: INTERNATIONAL SEMESTER PROGRAM IN COMMERCE
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს შეუძლია აირჩიოს სასწავლო კურსები შემოთავაზებული შემდეგი პროგრამიდან: MASTER’S DEGREE IN FOREIGN TRADE
მონაწილეობისათვის საჭიროა:
საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის:
- სტუდენტს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი განაცხადის წარდგენის მომენტისათვის
- უნდა ჰქონდეს დასრულებული პირველი აკადემიური წელი
- მისი მობილობის სფერო რელევანტური უნდა იყოს საბაუნიში მის სასწავლო კურსთან
- მობილობის პერიოდში სტუდენტს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი გამგზავნ უნივერსიტეტში (საბაუნიში)
შენიშვნა: საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს არ შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობის მიღება
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის:
- სტუდენტს უნდა ჰქონდეს აქტიური სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის სტატუსი განაცხადის წარდგენის მომენტისათვის
- მისი მობილობის სფერო რელევანტური უნდა იყოს საბაუნიში მის სასწავლო კურსთან
- მობილობის პერიოდში სტუდენტს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი გამგზავნ უნივერსიტეტში (საბაუნიში)
აკადემიური პერსონალისათვის:
განაცხადის წარდგენისა და მობილობის განხორციელების პერიოდში აპლიკანტი აკადემიური პერსონალი უნდა იყოს ჩართული გამგზავნი უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია
- სურათი
- უცხოეთის პასპორტი
- Cv შევსებული EUROPASS ის მოდელის მიხედვით (ბმული)
- რეკომენდაცია
- სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარათი (ბაკალავრის შემთხვევაში აუცილებელია დოკუმენტში მითითებული იყოს, რომ მას დასრულებული აქვს ერთი სასწავლო წელი)
- ცნობა უნივერსიტეტიდან
- ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, ცნობას გასცემს უნივერსიტეტი შესაბამისი ტესტირების/გასაუბრების გავლის შემდეგ)
- ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (ხელმისაწვდომია პლატფორმაზე)
- მოწვევის წერილი (მხოლოდ აკადემიური პერსონალისათვის)
- სამოტივაციო წერილი
- სტუდენტის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემთხვევაში, დამადასტურებელი დოკუმენტი
- შშმ პირების შემთხვევაში, დამადასტურებელი დოკუმენტი
- Declaration of compliance with tax and national insurance obligations in the matter of grants. This declaration must be signed by the applicant
ყველა დოკუმენტი უნდა იყოს შევსებული ინგლისურად ან ესპანურად, ამობეჭდილი, ხელმოწერილი(საჭიროების შემთხვევაში) და დასკანერებული.
ყველა ეს დოკუმენტი უნდა აიტვირთოს პლატფორმაზე (ბმული)
შერჩევის პროცედურა იყოფა ორ ნაწილად:
სტუდენტების მობილობა:
რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ (30 აპრილის შემდეგ)
პირველ ეტაპზე საბაუნის გადახედავს სტუდენტების მიერ შევსებულ აპლიკაციებს, და დაადასტურებს აპლიკაციების სისწორეს და რელევანტურობას.
მეორე ეტაპზე, საბაუნი და მიმღები უნივერსიტეტი შეარჩევენ სტუდენტებს შემდეგი კრიტერიუმებით:
- აკადემიური მოსწრება 60% (0-100)
- მოტივაცია 20% (0-100)
- სტუდენტის მიერ არჩეული სასწავლო კურსების რელევანტურობა საბაუნის სასწავლო პროგრამასთან 20 % (0-100)
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მიმღები, ვალიადოლიდის უნივერსიტეტი
თუ სტუდენტი არის სოციალურად შეჭირვებული ოჯახიდან, აპლიკაციის შევსებისას მან უნდა აღნიშნოს სპეციალურ უჯრაში. ფინალური შერჩევის ეტაპზე, თანაბარი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს შორის, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველ სტუდენტს.
ინგლისური ენა არ განიხილება შერჩევის კრიტერიუმად, ენის ცოდნა სავალდებულოა !!!
აკადემიური პერსონალის მობილობა:
რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ (30 აპრილის შემდეგ)
- პირველ ეტაპზე საბაუნის გადახედავს აკადემიური პერსონალის მიერ შევსებულ აპლიკაციებს, და დაადასტურებს აპლიკაციების სისწორეს და რელევანტურობას.
- მეორე ეტაპზე, საბაუნი (კომისია) და მიმღები უნივერსიტეტი შეარჩევენ აპლიკანტებს შემდეგი კრიტერიუმებით:
- პედაგოგიური გამოცდილება 60% (0-100)
- მოტივაცია 20% (0-100)
- პედაგოგის მიერ მიმღებ უნივერსიტეტისათვის შეთავაზებული სასწავლო კურსის რელევანტურობა მის სასწავლო კურსთან 20% (0-100)
- საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მიმღები, ვალიადოლიდის უნივერსიტეტი
ინგლისური ენა არ განიხილება შერჩევის კრიტერიუმად, ენის ცოდნა სავალდებულოა !!!
შედეგების გასაცნობად ყველა მონაწილეს დავუკავშირდებით ელექტრონული ფოსტის საშუალებით
დაფინანსება:
- პროგრამა სრულად ფარავს სტუდენტის მგზავრობის ხარჯებს
- ესპანეთში ყოფნის მანძილზე სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 850 ევროს ოდენობით (4 250 Euro ჯამში). ხოლო აკადემიური პერსონალისათვის გამოყოფილია 160 ევრო ყოველდღიურად (5 დღე + 2 დღე მგზავრობის), ჯამში 1 120 ევრო.
- სტუდენტი გათავისუფლებულია მასპინძელ უნივერსიტეტში სწავლის საფასურისაგან
- ასევე მასპინძელი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტს და აკადემიურ პერსონალს ჯანმრთელობისა და სამოგზაურო დაზღვევით იქ ყოფნის განმავლობაში
დაფინანსების პროცედურები:
აკადემიური პერსონალისათვის:
მობილობისათვის განკუთვნილი თანხის 100 % ს პერსონალი მიიღებს ხელზე (ჩეკის სახით, რომელსაც შემდეგ გაანაღდებს ბანკში), მობილობის დაწყების პირველივე დღეს. (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად)
სტუდენტებისათვის:
მობილობისათვის განკუთვნილ გრანტს სტუდენტი მიიღებს სამ ნაწილად (ჩეკის და საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით)
50% - ჩეკით მობილობის დაწყების პირველივე დღეს
30% ესპანური ბანკის ანგარიშზე მობილობის დაწყებიდან მესამე თვის დასრულებამდე
20% ესპანური ბანკის ანგარიშზე მობილობის დაწყებიდან მეოთხე თვის დასასრულს
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში შორენა პარუნაშვილს.
ელ.ფოსტა: Sh.parunashvili@sabauni.edu.ge, ტელ.: 242 22 42/115; 407 ოთახი, მეოთხე სართული