25იან,2023
FUCE საზაფხულო სკოლა პალერმოში (2023-24)
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
ცხადდება საბუთების მიღება საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება 3-7 ივლისს, იტალიის ქალაქ პალერმოში.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტს, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურიდან.
შენიშვნა: აპლიკანტმა თავად უნდა უზრუნველყოს მგზავრობის ხარჯები, სხვა ხარჯებს ფარავს ფედერაცია.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების მეილზე(ir@sabauni.edu.ge) უნდა გადმოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:
- სამოტივაციო წერილი(ინგლისურად)
- CV (ინგლისურად)
- ფაკულტეტი და მიმართულება
- აკადემიური მოსწრების ბარათი(ქართულად)
წარმატებული კანდიდატები გამოვლინებიდან სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვისა და კომისიასთან გასაუბრების შედეგად.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 15 თებერვალი
საზაფხულო სკოლის პროგრამას იხილავთ ლინკზე.
კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს, ir@sabauni.edu.ge ; Tel.: 242 22 42/115; მეოთხე სართული, 407 ოთახი.