21მარ,2023
გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიანტები
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
განთავსების თარიღი:03/21/2023
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი იწყებს 2022-2023 წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიანტების გამოვლენას.
სტიპენდიანტების გამოვლენა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
*აკადემიური მოსწრება - 65 ქულა (აკადემიური მოსწრების კომპონენტი ნაწილდება ორად: ინგლისური ენა, რომელიც იკავებს 65 ქულიდან 35 ქულას, ხოლო დანარჩენი 30 ქულა სხვა სასწავლო კურსებში მიღებულ შეფასებებს ეთმობა);
*კურიკულუმსგარე აქტივობები - 35 ქულა.
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის გაცემის წესთან დაკავშირებით: https://sabauni.edu.ge/img/dxp/1621952123-1621952123.pdf
სტიპენდიანტობის მსურველებმა ფორმა უნდა შეავსოთ 27 მარტის ჩათვლით.
ყურადღებით გაეცანით ფორმას და აუცილებლად მიამაგრეთ აქტივობების დამადასტურებელი სერტიფიკატები შესაბამის პუნქტს - ფორმატით (Zip File).
შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ მხოლოდ 2022-2023 წლის საგაზაფხულო სემესტრში განხორციელებული აქტივობები.
სტიპენდიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობისთვის იხილეთ ბმული: https://docs.google.com/…/1xiGa3NIFRDCabhXGFYOQMeqk…/edit…
წარმატებას გისურვებთ!