19დეკ,2018
კონკურსი ნოტრ დამის უნივერსიტეტში (აშშ) ლიდერობის ინსტიტუში მონაწილეთა კანდიდატების შესარჩევად
საბაუნი 2017 წლიდან თანამშრომლობს ნანოვიჩის ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტთან (ნოტრ დამის უნივერსიტეტი, აშშ), რომელიც აქტიურად მონაწილეობს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უმაღლესი განათლების განვითარებაში. აღნიშნული აქტივობების ფარგლებში, ინსტიტუტი სთავაზობს პარტნიორ უნივერსიტეტებს სხვადასხვა ტრენინგს, საზაფხულო სკოლებსა და სტიპენდიებს.
საბაუნის აქვს განსაკუთრებული პატივი, გამოაცხადოს კონკურსი კანდიდატების შესარჩევი კონკურსი. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები წარედგინებიან ნანოვიჩის ინსტიტუტს ნოტრ დამის უნივერსიტეტის პროექტ „ლიდერობის ინსტიტუტში“ მონაწილეობის მისაღებად. ლიდერობის ინსტიტუტი ერთკვირიანი ინტენსიური ტრენინგების კურსია, რომელიც ტარდება ნოტრ დამის უნივერსიტეტში (აშშ). ტრენინგის გასული წლების დღის წერსიგს დაინტერესებული პირები შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ლინკზე:
შერჩეული კანდიდატი უზრუნველყოფილი იქნება სასწავლო მასალით, ძირითადი კვებით, საერთო საცხოვრებლის იზოლირებული ოთახით ნოტრ დამში (კონდიცირებული ოთახები, საერთო სველი წერტილით) და ტრანსპორტირების ხარჯის დასაფარი ფინანსებით 1 200 აშშ დოლარამდე.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საბაუნის აფილირებულ აკადემიურ პერსონალს.
მოთხოვნები კონკურსანტის მიმართ
„ლიდერობის ინსტიტუტი“ წარიმართება ინგლისურ ენაზე. მონაწილეს მოეთხოვება ინგლისურ ენაზე გამართული მეტყველების, კითხვისა და წერის უნარი (მინიმუმ B2 დონე). კონკურსანტს შეიძლება ჩაუტარდეს გასაუბრება ენის დონის დადგენის მიზნით. კონკურსანტს ვურჩევთ სხვა მოთხოვნილ საბუთებთან ერთად წარმოადგინოს ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი (სერტიფიკატი, დიპლომი, გამოქვეყნებული სტატია და ა.შ.)
რა დოკუმენტებია წარმოსადგენი?
კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა კანდიდატის CV, სამოტივაციო წერილის წარმოდგენა (ინგლისურ ენაზე) და ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: info@sabauni.edu.ge
შესარჩევი კანდიდატების რაოდენობა
საბაუნი შეარჩევს არაუმეტეს 3 კანდიდატს ნანოვიჩის ინსტიტუტისთვის წარსადგენად.
ევროპისმცოდნეობის ნანოვიჩის ინსტიტუტი საბაუნის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან შეარჩევს ერთ კანდიდატს.
ვადები
საბაუნიში განაცხადების მიღების ვადაა 19 დეკემბრის ჩათვლით.
ნანოვიჩის ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადების ვადა ცნობილი გახდება მოგვიანებით.
გადაწყვეტილება
კონკურსანტის შერჩევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მიმღები მხარე, ნანოვიჩის ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტი, რომელიც უფლებამოსილია შემდგომი დასაბუთების ვალდებულების გარეშე შეარჩიოს საბაუნის მიერ წარდგენილი რომელიმე კანდიდატი, ან არ მიიღოს არცერთი, რადგან მონაწილეთა შერჩევა ხდება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი კანდიდატურებს შორის კონკურსის წესით.
საკონტაქტო პირი
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მიმართოთ შორენა პარუნაშვილს sh.parunashvili@sabauni.edu.ge