21ოქტ,2021
მე-4 საერთშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტრანფორმაცია განვითარებისთვის, განვითარება კეთილდღეობისთვის“
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
2021 წლის 25 ნოემბერს განვითარების კვლევების ინსტიტუტი და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი ატარებს განვითარების კვლევების მე-4 საერთშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „ტრანფორმაცია განვითარებისთვის, განვითარება კეთილდღეობისთვის“
სამუშო ენა: ინგლისური;
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული;
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი;
კონფერენციაში მონაწილეობისთვის არ არის დაწესებული გადასახადი.
კონფერენციაში მონაწილეობისთვის ვიწვევთ მკვლევრებს
- განვითარების და კეთილდღეობის ინტერდისციპლინური განხილვისთვის, რათა სტიმული მივცეთ კომპლექსური ხედვით ახალი ცოდნის შექმნას;
- ხელი შევუწყოთ ახალი ხედვის ჩამოყალიბებას განვითარების გზების საპოვნელად და საერთო ანგარიშით, კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.
მნიშვნელოვანი თარიღები:
5 ნოემბერი – აბსტრაქტის/ნაშრომის გაგზავნა და რეგისტრაცია
15 ნოემბერი – მიღების შეახებ შეტყობინება
25 ნოემბერი – კონფერენცია
10 დეკემბერი - ნაშრომის გაგზავნა პუბლიკაციისთვის
კონფერენციაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე
რეგისტრაციის ბოლო დღეა 5 ნოემბერი
საკონაქტო მეილი: : ids@sabauni.edu.ge