25თებ,2026
მეცნიერული კვლევების ინტერნაციონალიზაცია საქართველოში (1991-2021) და მისი ზეგავლენა პროფესორ-მასწავლებლების აკადემიურ საქმიანობაზე
განთავსების თარიღი:19.02.2026
25 თებერვალს,16:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, 406-ე აუდიტორიაში, გაიმართება სამეცნიერო კვლევითი პროექტის პრეზენტაცია: „მეცნიერული კვლევების ინტერნაციონალიზაცია საქართველოში (1991-2021) და მისი ზეგავლენა პროფესორ-მასწავლებლების აკადემიურ საქმიანობაზე“.
პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
პრეზენტაციაზე გაეცნობით კვლევის ძირითად მიგნებებს, რომელიც ეფუძნება 16 სხვადასხვა ინსტიტუციაში დასაქმებულ 32 აკადემიურ თანამშრომელთან ჩატარებულ სიღრმისეულ ინტერვიუს. კვლევის ფარგლებში, განხილულია, როგორ ესმით რესპონდენტებს ინტერნაციონალიზაცია, რა ფაქტორებს მიიჩნევენ მის ხელშემწყობად ან შემაფერხებლად და რა კონტექსტში უწევთ მუშაობა.
პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები იყვნენ:
- პროფესორი გიორგი თავაძე (პროექტის ხელმძღვანელი);
- პროფესორი დავით სიხარულიძე (პროექტის კოორდინატორი);
- პროფესორი ვასილ კიკუტაძე;
- პროფესორი თამთა ლეკიშვილი;
- პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი;
- პროფესორი ელენე ზურაბიშვილი.
დასწრება თავისუფალია.