12ოქტ,2023
რომის სამართლის სუბსიდიარული გამოყენება ძველ პოლონეთში
ადგილი:კ. ქუთათელაძის N3
დასაწყისი:18:00
2023 წლის 12 ოქტომბერს, 18:00 საათზე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი უმასპინძლებს პარტნიორი უნივერსიტეტის, ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორის, მარჩენა დიაკოვსკას საჯარო ლექციას თემაზე: Subsidiary application of the Roman law in old Poland.
პროფ. მარჩენა დიაკოვსკა აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამით სტუმრობს საბაუნის. ვიზიტის ფარგლებში პოლონელი სტუმარი ჩაატარებს საჯარო ლექციასა და ლექციებს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
საჯარო ლექციის სამუშაო ენა: ინგლისური.
აუდიტორია: 401
დასწრება თავისუფალია.