21დეკ,2017
საუნივერსიტეტო პროექტების წერა
თუ ხარ საბაუნის სტუდენტი, გაქვს იდეები და გინდა ისწავლო პროექტების წერა და განხორციელება, ეს ტრენინგი შენთვისაა!
საბაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი გიწვევს ერთდღიან უფასო ტრენინგზე - "საუნივერსიტეტო პროექტების წერა".
ტრენინგზე შენ ისწავლი:
ხარისხიანი პროექტის წერის პრინციპებს
პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო ფაქტორებს
საუნივერსიტეტო პროექტების განხორციელებისთვის საჭირო პროცედურებს
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები განავითარებენ იდეებს, დაწერენ პროექტებს და იზრუნებენ მათ განხორციელებაზე.