02თებ,2023
VI საერთაშორისო სიმპოზიუმი „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
განთავსების თარიღი:2/02/2023
2023 წლის 6-7 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი: “კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში", რომლის მიზანია კათოლიკური მემკვიდრეობის, ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში რომის კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელობის გაანალიზება;
წაკითხული მოხსენებები ტრადიციისამებრ, გამოიცემა კრებულის სახით.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, იტალიური.
რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული განაცხადის ფორმა ონლაინ ან ჩამოტვირთოთ.
მნიშვნელოვანი ვადები:
2023 წლის 22 აპრილი - სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის განაცხადის მიღების ბოლო ვადა.
2023 წლის 27 მაისი - სტატიების გადმოგზავნის ბოლო ვადა.
სტატიების მიღება შესაძლებელია ელექტრონულად მისამართზე – conference@sabauni.edu.ge;
აუცილებელი მოთხოვნები:
მოხსენების რეგლამენტი - 12 -15 წთ.
მოხსენების მოცულობა - 6 -7 გვერდი
გვერდის ფორმატი - А4
გვერდის ველი - 2 სმ
შრიფტი: ქართული - sylfean
ზომა - 12
ინგლისური/იტალიური - Times New Roman,
ზომა - 12
ინტერვალი - 1 (Single)
აბზაცი - 1 სმ
ტექსტის სტრუქტურა: ავტორის გვარი, სახელი პირველ ხაზზე (Bold); ერთი ინტერვალის
გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14
მოხსენება ქართულ ენაზე, რეზიუმე ინგლისურ ენაზე.
სიმპოზიუმის ორგანიზატორია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიასთან არსებული კულტურისა ეკლესიათშორისი ურთიერთობების კომისია.