17ოქტ,2022
ზამთრის სკოლა: მენეჯმენტის სიმულაცია ტურიზმში
აიხშტატ-ინგოლშტატდის უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტი აცხადებს რეგისტრაციას ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. ზამთრის სკოლის თემაა „მენეჯმენტის სიმულაცია ტურიზმში“ და ჩატარდება 2023 წლის 27 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით.
ინტერაქციული სემინარები დაფუძნებულია ბიზნეს თამაშზე ჯგუფურ მუშაობების მეშვეობით, რომელიც თავის მხრივ ნამდვილი კომპანიის მმართვის ანალოგიური იქნება, თავისი რეალური „შესრულების ძირითადი ინდიკატორით“(KPI). განსხვავებული მიმართულების სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან იმუშავებენ ინტერკულტურულ ჯგუფებში, რათა შექმნან ბიზნეს გეგმა და მარკეტინგული სტრატეგია ფიქტიური სასტუმროსთვის. აღსანიშნავია, რომ გაკვეთილები მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კონცეპტს.
ონლაინ პლატფორმის გამოყენებით კურსი მოიცავს ვირტუალურ და რეალურ კომპონენტებს, რომლებშიც სტუდენტები აჩვენებენ თავიანთ სტრატეგიულ აზროვნებას, დროის მენეჯმენტს, კრეატიულობას და კომუნიკაციის უნარებს. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა წარმოადგენს სასწავლო მოდულის დამატებით ღირებულებას და ეხმარება სტუდენტებს ინტერკულტურული უნარების შემდგომ განვითარებაში.
რას მიიღებს სტუდენტი:
- გაიუმჯობესებს ინგლისური ენის ცოდნას და აიმაღლებს ინტერკულტურულ კომპეტენციას;
- ისწავლის კონკურენტულ ბიზნესგარემოში თეორიული მიდგომების გამოყენებით ტურისტული კომპანიის სტრატეგიის შემუშავებას;
- შეიძენს სტრატეგიების ოპერაციონალურ გადაწყვეტილებებად და აქტივობებად დაყოფის უნარს;
- შეძლებს ბაზარზე არსებული კონკურენტებისა და პროდუქტის პორტფოლიოს ანალზის;
- შეძლებს კოორდინაცია გაუწიოს გუნდის სხვა წევრებს და ასევე, განსაზღვროს საკუთარი როლი გუნდში;
- ისწავლის საინფორმაციო სისტემების გამოყენებას ოპერატიული და ფინანსური დაგემვისთვის;
- გაიუმჯობესებს კრიზისის დროს კომუნიკაციის უნარებს;
- განივითარებს მარკეტინგულ უნარებს;
- შეძლებს საკუთარი იდეების კლიენტებთან და კონკურენტებთან პრეზენტირებას;
- მიიღებს 5 კრედიტს (ECTS)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
- რეგისტარცია მიმდინარეობს მიმდინარე წლის 19 სექტემბრიდან 31 ოქტობრის ჩათვლით
- პირველი ონლაინ ივენთი ჩატარდება მიმდინარე წლის 10 ნოემბერს: 18:00- 19:30 (გერმანიის დრო)
- პროექტის კვირა ინგოლშტადტში: 2023 წლის 27 თებერვალი-3 მარტი
- სტუმარი სტუდენტებისა და ქოუჩების მხარდასაჭერი პროგრამა: 2023 წლის 26 თებერვალი- 4 მარტი
რეგისტრაცია
- დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისათვის უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა (ჩამოტვირთე) და გადააგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: jutta.walz@ku.de არაუგვიანეს 2022 წლის 31 ოქტომბრისა
ღირებულება
- მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 69 ევროს.
- სტუდენტებმა თავად უნდა უზრუნველყონ კვება და საცხოვრებელი ინგოლშტადტის კამპუსში.
- მხარდასაჭერი პროგრამები: ტურები გიდით ინგოლშტადტისა და აიხშტატის გავლით და კომპანიის ვიზიტები, ხარჯები ტრანსპორტის ჩათვლით შეადგენს 30-50 ევროს.