ავთანდილ დემეტრაშვილი
აფილირებული პროფესორი
მონაწილეობას იღებდა 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის შემუშავებაში, იყო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, ასევე, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
1996-2001 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. მოგვიანებით დანიშნულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. მინიჭებული აქვს სახელმწიფო მრჩევლის სპეციალური წოდება.
2009-2010 წლებში დაინიშნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ. 2010-2013 წლებში ხელმძღვანელობდა სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს.
ლექციებს კითხულობს 1986 წლიდან. გამოქვეყნებული აქვს ათეულობით აკადემიური ნაშრომი, მათ შორის, მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სტატიები.
საბაუნიში ლექციებს კითხულობს 2021 წლიდან.
სწავლებისა და კვლევის სფერო: საკონსტიტუციო სამართალი, შედარებითი საკონსტიტუციო სამართალი, საკონსტიტუციო ნორმათშემოქმედება.