13ოქტ,2023
#ErasmusDays2023 საბაუნიში
2023 წლის 11 ოქტომბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩატარდა Erasmus+ საინფორმაციო შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ პირებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის, მისი შესაძლებლობისა და კონკურსში მონაწილეობის პროცედურების შესახებ. გარდა ამისა, სტუდენტები გაეცნენ მიმდინარე კონკურსებს და მასში მონაწილეობის პირობებს.
შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ ის სტუდენტები, რომლებმაც გასული აკადემიური წლის მანძილზე Erasmus+ პროგრამით ისწავლეს უცხოეთის უნივერსიტეტებში. გარდა ამისა, ონლაინ ჩაერთნენ Erasmus+ გრანტის მფლობელი საბაუნის სტუდენტებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან და ისაუბრეს მათ გამოცდილებაზე.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხი, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერისაგან, ასევე მონაწილე Erasmus+ სტუდენტებისაგან.
Erasmus+ საინფორმაციო შეხვედრა ორგანიზებული იყო საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ და ჩატარდა ErasmusDays2023 კამპანიის ფარგლებში. ErasmusDays კამპანიაში ერთვება მსოფლიოს თითქმის ყველა ის უნივერსიტეტი, რომელსაც Erasmus+ პროექტებში მონაწილეობის რაიმე ტიპის გამოცდილება აქვს. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Erasmus+ ICM პროექტში 2015 წლიდან მონაწილეობს და დღემდე ათეულობით სტუდენტმა და პერსონალმა ისარგებლა მობილობის პროგრამით.