01ნოე,2023
2023-2024 შემოდგომის სემესტრის სტიპენდიატების გამოვლენა
საბაუნიში 2023-2024 შემოდგომის სემესტრის სტიპენდიატების გამოვლენა დაიწყო.
სტიპენდიატების გამოვლენა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- აკადემიური მოსწრება - 65 ქულა
აკადემიური მოსწრების კომპონენტი ნაწილდება ორად: ინგლისური ენა, რომელიც იკავებს 65 ქულიდან 35 ქულას, ხოლო დანარჩენი 30 ქულა ეთმობა სხვა სასწავლო კურსებში მიღებულ შეფასებებს.
- კურიკულუმსგარე აქტივობები - 35 ქულა
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის გაცემის წესთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე.
სტიპენდიატობის მსურველებმა ფორმა უნდა შეავსოთ 7 ნოემბრის ჩათვლით.
ყურადღებით გაეცანით ფორმას და აუცილებლად მიამაგრეთ აქტივობების დამადასტურებელი სერტიფიკატები შესაბამის პუნქტს - ფორმატით (Zip File).
შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ მხოლოდ 2022-2023 წლის საგაზაფხულო სემესტრში განხორციელებული აქტივობები.
წარმატებას გისურვებთ!