30მარ,2026
აკადემიური პერსონალის მობილობა მასარიკის უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი განკუთვნილია საბაუნის სამართლის ფაკულტეტის აფილირებული პერსონალისათვის, რომლებსაც აქვთ დოქტორის ხარისხი, კარგად ფლობენ ინგლისურ ენას და დაინტერესებულნი არიან მასარიკის უნივერსიტეტში ლექციების ჩატარებით (ჩეხეთი).
აკადემიური პერსონალის მობილობა ეს არის მოკლე ვადიანი ვიზიტი მასპინძელ უნივერსიტეტში (5 სამუშაო დღე და 2 დღე მგზავრობის), სადაც პერსონალი მიმღებ უნივერსიტეტში ატარებს ლექციებს, საჯარო ლექციას ან სხვა აკადემიურ ღონისძიებას (ჯამში 8 აკადემიური საათი).
ფინანსური მხარე:
Erasmus+ ფარავს მგზავრობის ხარჯებს
ყოველდღიური ჰონორარი - 160 ევრო დღეში
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- CV
- პუბლიკაციების ჩამონათვალი
- სამოტივაციო წერილი, სადაც გაწერილი იქნება მასარიკის უნივერსიტეტში შეთავაზებული სალექციო თემები.
- ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ლექციების ჩატარების, კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილებაც საკმარისია)
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს 2026 წლის 14 აპრილისა.
საბუთების მიღების შემდეგ, შესარჩევი კომისიის მიერ განაცხადების გადარჩევა/შეფასების შემდეგ, მიმღებ უნივერსიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე დაეგზავნებათ შერჩეულ კანდიდატებს საბოლოო პასუხები.
მნიშვნელოვანი ვადები:
14 აპრილი - განაცხადების მიღება
15 აპრილი - შესარჩევი კომისიის მიერ კანდიდატების შერჩევა
20 აპრილის კვირა - მიმღებ უნივერსიტეტთან კომუნიკაციის საფუძველზე, შერჩეული კანდიდატების ინფორმირება
შეფასების კრიტერიუმები:
- უცხო ენაზე ლექციის ჩატარების უნარი;
- აკადემიური საქმიანობა უნივერსიტეტში (თუ რამდენად აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო საქმიანობაში)
- რელევანტურობა გამოცხადებულ მობილობის მიმართულებასთან;
- მობილობის მოსალოდნელი შედეგები.
თანაბარი შეფასების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება პირს რომელსაც არ აქვს Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: ir@sabauni.edu.ge ; 577 34 77 13