15ივლ,2025
ანა არღვლიანი ლილის საზაფხულო სკოლაში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა, ანი არღვლიანმა მონაწილეობა მიიღო ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის (FUCE) მიერ ორგანიზებულ საზაფულო სკოლაში, „ევროპული ჰუმანიზმი ჩამოყალიბების პროცესში“ რომელსაც ლილის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა მიმდინარე წლის 30 ივნისიდან 5 ივლისამდე.
„ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნება იყო მონაწილეობა მიმეღო FUCE-ს საზაფხულო სკოლაში „ევროპული ჰუმანიზმი ჩამოყალიბების პროცესში“, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად ვსაუბრობდით თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე აქტუალურ თემებზე, ვესწრებოდით შთამბეჭდავ ლექციებს და ერთობლივად ვაფასებდით ჰუმანიზმის როლს დღევანდელ საზოგადოებაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო FUCE-სა და ჩემს უნივერსიტეტს ამ დაუვიწყარი გამოცდილებისთვის!“ - ანი არღვლიანი.
ინტენსიური პროგრამა ტრენინგების და სამუშაო შეხვედრების გარდა, ითვალისწინებდა კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებსაც, მათ შორის ბრიუსელში ევროპარლამენტის და ევროპული ისტორიის სახლის მონახულებას.
საზაფხულო სკოლა ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში ევროპისა და ევროპული ღირებულებების ერთად გაანალიზებასა და უკეთ გაგებას. პროექტი აერთიანებს სტუდენტებს ლიბანის, ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტებიდან და მონაწილეებს აძლევს უნიკალურ საშუალებას სხვდასხვა კულტურებთან თანაზიარებისა და პიროვნული ზრდისთვის.