23ოქტ,2023
ბერლინის წარმომადგენელთა პალატის სტიპენდია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის
გამოცხადდა ბერლინის წარმომადგენელთა პალატის სტიპენდია სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის ყველა მიმართულების სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც დაინტერესებულია კვლევითი გამოცდილებით ბერლინში და ფლობს გერმანულ ენას.
2024-2025 სასწავლო წლისთვის ფონდი თხუთმეტ გრანტს გასცემს. გრანტის რაოდენობა მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ყოველთვიურად 1100 ევროს შეადგენს, ხოლო დოქტორის ხარისხის (post-doctoral) მქონე ახალგაზრდა მკვლევრებისთვის 1630 ევროს.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 დეკემბერი.
პროგრამა დაიწყება 2024 წლის 1 ოქტომბერს და დასრულდება 2025 წლის 31 ივლისს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე.