10დეკ,2025
დასაქმების ფორუმი სტუდენტებისთვის
10 დეკემბერს, სტუდენტურ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა . ფორუმის მიზანი იყო სტუდენტებისთვის დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათთვის შრომის ბაზარზე არსებული შესაძლებლობების გაცნობა და დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობის შექმნა. სტუდენტები შეხვდნენ სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერებს, გაეცნენ აქტიურ ვაკანსიებსა და სტაჟირების პოგრამებს.
დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი კომპანიები:
- Moore Abc სს
- ,, კრედო ბანკი"
- loialte სადაზღვევო კომპანია
- ,,იმედი L"
- NIKS Holding
- ორი ნაბიჯი
- ჰირო