06ნოე,2023
ECHO აუტიზმის სპეციალისტი სტუმრად საბაუნიში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით 30 ოქტომბერს ვუმასპინძლეთ ქალბატონ აგატა პიენიაჩეკს, რომელიც არის ADOS-2, ADIR ის სერტიფიცირებული დიაგნოსტიკის სპეციალისტი და ჟეშოვის შეზღუდული შესაძლებლობებისა და აუტისტური სპექტრის ბავშვთა ასოციაცია „Solis Radius“ ის პრეზიდენტი.
შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო პროექტის „ECHO აუტიზმი“ ფარგლებში, რომელში საბაუნის მედიცინის ფაკულტეტი ჩართულია მიმდინარე წლიდან. პროექტი ითვალისწინებს უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას და შემდგომ მის იმპლემენტაციას საქართველოში. აღნიშნულ პროექტში, საქართველოდან ჩართულები არიან წმ. კამილოს სახელობის კლინიკა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმა.
შეხვედრის დროს მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში.
სტუმრები გაეცნენ საბაუნის მედიცინის ფაკულტეტის ღონისძიებებს და სამომავლო გეგმებს, დაათვალიერეს ლაბორატორიები და სიმულაციური გარემო.