08სექ,2026
ENHANCE-GSL პროექტის დასკვნითი კონფერენცია „საზოგადოებისა და ცოდნის დაკავშირება: უნივერსიტეტების ცვალებადი როლი“
2026 წლის 29 სექტემბერს საქართველოს უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდება ევროკავშირის მხარდაჭერილი საერთაშორისო პროექტის "საზოგადოებრივი ჩართულობის მდგრადი განვითარების შესძლებლობების გაზრდა საქართველოსა და სიერა ლეონეს მაგალითზე (ENHANCE-GSL) დასკვნით კონფერენციაზე: „Connecting Knowledge and Society: The Changing Role of Universities “.
ღონისძიება ეძღვნება თანამედროვე უმაღლესი განათლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს უნივერსიტეტის მესამე მისიას (Third Mission), საზოგადოებრივ ჩართულობას (Community Engagement) და სერვის-სწავლების (Service-Learning) პრაქტიკის დანერგვას. კონფერენციაზე პროექტის მონაწილები შეაჯამებენ საქართველოს, სიერა-ლეონეს, სლოვაკეთისა და ხორვატიის პარტნიორობის შედეგებს და წარადგენენ უნივერსიტეტებისთვის შექმნილ პრაქტიკულ გზამკვლევს (Manual on Community Engagement).
გარდა ამისა, მომხსენებლები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ ახალ პერსპექტივებს, პრაქტიკულ მაგალითებსა და ინოვაციურ იდეებს უნივერსიტეტებსა და საზოგადოებას შორის კავშირის გასაძლიერებლად. მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, გაიფართოონ პროფესიული კავშირები და შექმნან ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები საზოგადოებაზე ორიენტირებული სამომავლო ინიციატივებისთვის.
თარიღი და ადგილი:
- თარიღი: 2026 წლის 29 სექტემბერი, 09:00 - 16:00
- ლოკაცია: საქართველოს უნივერსიტეტი (UG), მ. კოსტავას ქ. 77ა, IV კორპუსი,
- აუდიტორია. 519
- სამუშაო ენა: ინგლისური
მონაწილეებს საშუალება ექნებათ ასევე გაეცნონ სულხნა-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში წარმატებით განხორციელებულ პროექტებს. კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე არაუგვიანეს 25 სექტემბრისა.