18დეკ,2024
ENHANCE_GSL პროექტის პირველი შეხვედრა
2024 წლის 17 დეკემბერს Erasmus+ KA2 პროექტის “თემთან ჩართულობის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების გაზრდა საქართველოსა და სიერა ლეონეს მაგალითზე“ (ENHANCE-GSL), პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ონლაინ რეჟიმში რომელსაც ესწრებოდნენ როგორც როგორც პროექტში ჩართული უნივერსიტეტები, ასევე ასოცირებული პარტნიორი ორგანიზაციები.
შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორებმა საქართველოს უნივერსიტეტიდან წარადგინეს პროექტის სამოქმედო გეგმა, მნიშვნელოვანი თარიღები და მონაწილეებთან ერთად შეთანხმდნენ შემდეგი შეხვედრის დეტალებზე. განისაზღვრა სამი ჯგუფი, რომლებიც პროექტის მანძილზე აქტიურად იქნებიან ჩართულები პროექტის ხარისხის და მენეჯმენტის შეფასებაში. ასევე, ცალკე ჯგუფი შედგა ბენეფიციარი მხარეებიდან, რომლებიც შეიმუშავებენ პროექტის მენეჯმენტისა და შესრულების სახელმძღვანელოს.
გაიწერა აღნიშნული ჯგუფის ონლაინ შეხვედრები, 2025 წლის იანვარში. პროექტის შემდეგი შეხვედრა გაიმართება ხორვატიაში, რიეკას უნივერსიტეტში 2025 16-20 თებერვალს.