20ოქტ,2026
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კვიპროსის ღია უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ სტუდენტების საერთაშორისო კრედიტების მობილობის (ICM) პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრს ისწავლიან კვიპროსში, კვიპროსის ღია უნივერსიტეტში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესისა და ტურიზმის საბაკალავრო და სამაგისტრო და სოციალურ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს რომელთა მინიმალური GPA 2 და მეტია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- პირველი სემესტრის სტუდენტებს (საბაკალავრო საფეხურზე);
- დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებს (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტთან შეათანხმებენ და მობილობის დასრულების შემდეგ მზად იქნება სემესტრის დასამატებლად);
- ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს;
Erasmus+ ICM პროგრამა, ეს არის გაცვლითი პროგრამა, რომელიც ფარავს მგზავრობის ხარჯებს და ასევე ითვალისწინებს ყოველთვიურ სტიპენდია 850 ევროს ოდენობით. Erasmus+ პროგრამა არ ფარავს ვიზის მოსაკრებელსა და დაზღვევის ხარჯებს.
კვიპროსის ღია უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული კურსები.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- აკადემიური მოსწრების ბარათი;
- უცხო ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (B2 დონე, TOEFEL, IELTS).
- ასეთის არ არსებობის შემთხვევაში სტუდენტებმა უნდა მიმართონ საბაუნის უცხო ენათა ცენტრს, გაიარონ ტესტირება და მიიღონ ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ტესტირების მსურველმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები თავისუფლდებიან ტესტირებისაგან;
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
- CV Euro Pass ფორმატში;
- რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/ საბაუნის პროფესორისაგან;
- საზოგადოებრივი ჩართულობის აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
- კურიკულუმ გარე აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
- გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო პირადი ინფორმაციის მიმღებ უნივერსიტეტისთვის გაზიარებაზე სტუდენტის თანხმობა. (ინფორმაცია გაზიარდება შერჩევის შემდეგ. ფორმა ჩამოტვირთეთ აქედან და გადმოაგზავნეთ ხელმოწერილი)
შენიშვნა 1: იმისათვის რომ სტუდენტის მიერ უცხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, სტუდენტმა უცხოეთში წასვლამდე უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის სემესტრული საფასურის გადახდა) საბაუნიში.
შენიშვნა 2: პარტნიორი უნივერსიტეტის/ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა მოთხონილი იქნეს დამატებითი დოკუმენტები.
დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 27 ოქტომბრისა, საბაუნის ელ-ფოსტიდან საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ-ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge . მეილის სათაურში მიუთითეთ: Erasmus+ ICM კვიპროსის ღია უნივერსიტეტში.
შერჩევის კრიტერიუმებია:
- აკადემიური მოსწრება - 30 ქულა;
- უცხო ენის ცოდნა - 25 ქულა;
- მოტივაცია * - 25 ქულა;
- საზოგადოებრივი ჩართულობის ღონისძიებებში მონაწილეობა - 10 ქულა;
- სხვა კურიკულუმ გარე აქტივობებში მონაწილეობა - 10 ქულა
სტუდენტის მოტივაციას აფასებს რექტორის ბრძანების მიერ დადგენილი შესარჩევი კომისია შემდეგი ნიშნების მიხედვით, თუ რამდენად იცნობს სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტს/პროგრამებს და რამდენად აქვს გაცნობიერებული კონკრეტული გაცვლითი პროგამის მნიშვნელობა პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში.
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს რომელთაც არ აქვთ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან სტუდენტებს.
მნიშვნელოვანი ვადები:
- 22 ოქტომბერი, 13:00 საათი - ტესტირება ინგლისურ ენაში
- 27 ოქტომბერი - საბუთების მიღება
30 ოქტომბერი, 12:00 საათი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან