05ოქტ,2026
Erasmus+ გაცვლითი პროგრამები 2026 წლის შემოდგომის სემესტრისთვის
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ სტუდენტების საერთაშორისო კრედიტების მობილობის (ICM) პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საბაუნის აქტიური სტატუსის მქონე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, რომელთაც არ გააჩნიათ ფინანსური დავალიანება და რომელთა მინიმალური GPA 2 და მეტია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- პირველი სემესტრის სტუდენტებს;
- დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებს (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტთან შეათანხმებენ და მობილობის დასრულების შემდეგ მზად იქნება სემესტრის დასამატებლად);
- ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს;
Erasmus+ ICM პროგრამა, ეს არის გაცვლითი პროგრამა, რომელიც ფარავს მგზავრობის ხარჯებს და ასევე ითვალისწინებს ყოველთვიურ სტიპენდიას (მგზავრობის ხარჯები და სტიპენდიის ოდენობა დამოკიდებულა ქვეყანაზე, სადაც მდებარეობს მიმღები უნივერსიტეტი). დეტალები იხილეთ ბმულზე.
Erasmus+ პროგრამა არ ფარავს ვიზის მოსაკრებელსა და დაზღვევის ხარჯებს.
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის განმავლობაში, საბაუნის სტუდენტებს საშუალება აქვთ ისწავლონ შემდეგ პარტნიორ უნივერსიტეტებში
|
უნივერსიტეტი |
ქვეყანა |
საფეხური |
მიმართულება |
სასწავლო კურსების |
|
საბერძნეთი |
საბაკალავრო/სამაგისტრო |
თეოლოგია |
|
|
|
უნგრეთი |
საბაკალავრო/სამაგისტრო |
სოციალური მეცნიერებები |
||
|
იგნატიანუმი |
პოლონეთი |
საბაკალავრო |
სოციალური მეცნიერებები |
|
|
პოლონეთი |
საბაკალავრო |
ბიზნესი, მენეჯმენტი |
https://uniwersytetkaliski.edu.pl/en/international-cooperation/erasmus-course-catalogues/ |
შესაძლებელია დამატებითი გრანტის მოპოვება (თვეში 250 ევრო) იმ სტუდნეტებისთვის რომლებიც მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველ ან ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტთა ჯგუფს (მრავალშვილიანი ოჯახი, საზღვირსპირა რეგიონი, ოკუპირებული რეგიონი, იძულებით გადაადგილებული, მარტოხელა მშობელი და მსგავსი).
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- აკადემიური მოსწრების ბარათი
- უცხო ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (B2 დონე, TOEFEL, IELTS). ასეთის არ არსებობის შემთხვევაში სტუდენტებმა უნდა მიმართონ საბაუნის უცხო ენათა ცენტრს, გაიარონ ტესტირება და მიიღონ ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ტესტირების მსურველმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე, https://forms.gle/4aBXkLCYGQbMbyPT9 არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა)
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე
- CV Euro Pass ფორმატში (https://europa.eu/europass/en)
- რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/ საბაუნის პროფესორისაგან
- საზოგადოებრივი ჩართულობის აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
- კურიკულუმ გარე აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
- გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო პირადი ინფორმაციის მიმღებ უნივერსიტეტისთვის გაზიარებაზე სტუდენტის თანხმობა. (ინფორმაცია გაზიარდება შერჩევის შემდეგ. ფორმა ჩამოტვირთეთ აქედან და გადმოაგზავნეთ ხელმოწერილი)
შენიშვნა 1: იმისათვის რომ სტუდენტის მიერ უცხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, სტუდენტმა უცხოეთში წასვლამდე უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის სემესტრული საფასურის გადახდა) საბაუნიში.
შენიშვნა 2: პარტნიორი უნივერსიტეტის/ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა მოთხონილი იქნეს დამატებითი დოკუმენტები.
დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 27 ოქტომბრისა, საბაუნის ელ-ფოსტიდან საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ-ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge . მეილის სათაურში მიუთითეთ: Erasmus+ ICM და (ის უნივერსიტეტი, სადაც აკეთებთ განაცხადს).
შერჩევის კრიტერიუმებია:
- აკადემიური მოსწრება - 30 ქულა;
- უცხო ენის ცოდნა - 25 ქულა;
- მოტივაცია * - 25 ქულა;
- საზოგადოებრივი ჩართულობის ღონისძიებებში მონაწილეობა - 10 ქულა;
- სხვა კურიკულუმ გარე აქტივობებში მონაწილეობა - 10 ქულა
სტუდენტის მოტივაციას აფასებს რექტორის ბრძანების მიერ დადგენილი შესარჩევი კომისია შემდეგი ნიშნების მიხედვით, თუ რამდენად იცნობს სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტს/პროგრამებს და რამდენად აქვს გაცნობიერებული კონკრეტული გაცვლითი პროგამის მნიშვნელობა პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში.
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს რომელთაც არ აქვთ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან სტუდენტებს.
მნიშვნელოვანი ვადები:
22 ოქტომბერი, 13:00 საათი - ტესტირება ინგლისურ ენაში
27 ოქტომბერი - საბუთების მიღება
30 ოქტომბერი, 12:00 საათი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით ჩატარდება 14 ოქტომბერს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე სტუდენტურ სივრცეში.