10ოქტ,2025
Erasmus+ მობილობა დოქტორანტებისთვის
ცხადდება საბუთების მიღება Erasmus+ სტუდენტების მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა განკუთვნილია საჯარო მმართველობის
სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის. მობილობის პროგრამა განხორციელდება სარაგოსას უნივერსიტეტში (ესპანეთი) 2025-
2026 წლის გაზაფხულის სემესტრზე. შერჩეული სტუდენტი განახორციელებს კვლევით საქმიანობას სარაგოსას უნივერსიტეტის ჰუესკას ფილიალში.
პროგრამის ხანგრძლივობა:
ერთი თვიდან 4 თვემდე პერიოდი
გრანტი:
- პროგრამა სრულად ფარავს მგზავრობის ხარჯებს (530 €)
- ყოველთვიური სტიპენდია (850 €)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გადმოაგზავნონ რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელ.ფოსტაზე
ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს მიმდინარე წლის 26 ოქტომბრისა. გთხოვთ გამოიყენეთ საბაუნის მეილი და მეილის სათაურის ველში მიუთითეთ: Erasmus+ PhD at Unizar.
მოთხოვნილი დოკუმენტაცია
- ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი
- აკადემიური მოსწრების ბარათი
- CV
- პასპორტის ასლი
- სამოტივაციო წერილი
- კვლევის პროექტი
- სააპლიკაციო ფორმა (ჩამოტვირთეთ აქედან)
შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება - 30 ქულა
- ინგლისური ენის ცოდნა - 40 ქულა
- მოტივაცია - 30 ქულა
მნიშვნელოვანი ვადები:
- 26 ოქტომბერი - საბუთების გადმოგზავნა
- 29 ოქტომბერი - გასუბრება
პასუხები კანდიდატებს ეცნობებათ ელ.ფოსტის საშუალებით.
ვრცლად უნივერსიტეტის შესახებ, იხილეთ ბმულზე.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge ან მოგავკითხეთ 408-ე ოთახში.