25მარ,2026
Erasmus+ სტუდენტების მობილობა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში
ცხადდება რეგისტრაცია Erasmus+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში შერჩეული აპლიკანტები ისწავლიან 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის ან გაზაფხულის სემესტრს ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში.
ფინანსური მხარე:
- 850 ევრო თვეში;
- მგზავრობის ხარჯები გამოითვლება მანძილის კალკულატორის მიხედვით
- 250 ევრო თვეში ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის
დამატებითი გრანტის მიღება შეუძლია სტუდენტს, რომელიც
- იღებს სახელმწიფო შემწეობას;
- მიეკუთვნება მრავალშვილიან ოჯახს;
- არის ძალადობის მსხვერპლი (ტერორიზმის, გენდერის ნიშნით, ობოლი);
- აქვე მინიმალური შემოსავალზე დაბალი შემოსავალი;
- არის საზოგადოების გარიყვის რისკის ქვეშ;
- არის საზღვრისპირა რეგიონიდან ან იძულებით გადაადგილებული პირი;
- სტუდენტი, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს 33% ან მეტი.
ყველა შემთხვევაში, სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის მიერ გაცემული დამადასტურებელი საბუთი.
ვალიადოლიდის უნივერსიტეტი ასევე გასცემს ვიზის მოსაკრებელს 30 ევრომდე და აპლიკანტებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევით.
იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი აიღებს ესპანური ენის კურსს (ესპანური Erasmus+ პროგრამის სტუდენტებისთვის) ვალიადოლიდის უნივერსიტეტი სტუდენტს გადასცემს დამატებით 100 ევროს, იმ პირობით, თუ სტუდენტი დაესწრება ლექციების 75%-ს და მეტს და საბოლოო შეფასებაში მიიღებს 5 -ს.
შერჩეულმა სტუდენტმა უნდა გაიაროს მინიმუმ 25 ECTS კრედიტის ეკვივალენტი კურსები მობილობის პერიოდში. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ჩაუვარდება რომელიმე არჩეული საგანი, საბაუნიში დაბრუნების შემდეგ, უნდა გაიაროს ხელახლა შესაბამისი კურსი.
შერჩეულმა სტუდენტებმა მობილობის დაწყებამდე უნდა გაიარონ ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის სემესტული საფასურის გადახდა).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- საბაუნის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტების სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს;
- საბაკალავრო პროგრამის იმ სტუდენტებს, რომელთაც ერთი სემესტრი წარმატებით აქვთ დასრულებული;
- სტუდენტებს, რომელთაც არ გააჩნიათ ფინანსური დავალიანება უნივერსიტეტში.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ, ვალიადოლიდის უნივერსიტეტის პორტალზე არაუგვიანეს 2026 წლის 05 მაისისა.
- შემოთავაზებული კურსები სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის
- შემოთავაზებული კურსები ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდნეტებისათვის
- შემოთავაზებული კურსები ბიზნესის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაირონ რეგისტრაცია აღნიშნულ პორტალზე და შემდეგ ატვირთონ მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- პასპორტის ასლი
- CV Europass ფორმატში
- რეკომენდაციის წერილი
- ნიშნების ფურცელი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
- ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი (არქონის შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაიარონ ტესტირება. ტესტირება ჩატარდება 7 აპრილს, 11:00 საათზე, ტესტირებისთვის გაიარეთ რეგისტრაცია
- ხელმოწერილი სასწავლო ხელშეკრულება
- სამოტივაციო წერილი
- შშმ პირების შემთხვევაში, დამადასტურებელი დოკუმენტი
- დამატებითი გრანტის მოთხოვნის შემთხვევაში, მდგომარეობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი
- გრანტების საკითხში საგადასახადო და ეროვნული სადაზღვევის ვალდებულებების შესრულების დეკლარაცია (ჩამოტვირთავთ პორტალიდან). საჭიროა მხოლოდ ხელმოწერა.
ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე
ეტაპები:
- პირველი ეტაპი: რეგისტრაცია და საბაუნის მიერ აპლიკანტების დადასტურება
- მეორე ეტაპი: ორმხრივი შეფასება (საბაუნის და ვალიადოლიდის უნივერსიტეტის მიერ) (შეფასებას აკეთებს სპეციალური კომისია)
- მესამე ეტაპი: შეფასებების დაჯამება და კანდიდატების შერჩევა
შეფასების კრიტერიუმებია:
- აკადემიური მოსწრება - 60%
- მოტივაცია - 20%
- რელევანტურობა - 20%
კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ir@sabauni.edu.ge
ოთხშაბათს, 1 აპრილს, 17:00 საათზე, სტუდენტურ სივრცეში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა ერასმუს+ პროგრამებთან დაკავშირებით. დაინტერესებულ პირებს ველით.
შეხვედრა ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში.