17ნოე,2025
ფოტოკონკურსი - „ჩემი სტუდენტური ცხოვრება
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი იწყებს ფოტოკონკურსს - „ჩემი სტუდენტური ცხოვრება“, რომლის მიზანია სტუდენტების უნიკალური გამოცდილებისა და ყოველდღიური მომენტების ვიზუალური წარმოჩენა.
კონკურსი სტუდენტებს საშუალებას აძლევს ვიზუალური ფორმით ასახონ სწავლის პროცესი, მეგობრებთან ურთიერთობა, საუნივერსიტეტო აქტივობები, ემოციური თუ სახალისო მომენტები, ყველაფერი, რაც მათ სტუდენტურ რეალობას ქმნის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს
მონაწილეობის პირობები:
- ფოტო გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: student.affairs@sabauni.edu.ge
- წერილის სათაურში მიუთითეთ: ფოტოკონკურსი – [სახელი გვარი]
- ფოტოს დაურთეთ მოკლე აღწერა
ნამუშევრის გამოგზავნის ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
შერჩეული ნამუშევრები განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ არხზე და გამარჯვებული გამოვლინდება ჩართულობის (მოწონებების) რაოდენობის მიხედვით.
ფოტოს ტექნიკური მოთხოვნები:
- მაღალი ხარისხი
- მკაფიო, ბუნებრივ განათებაზე გადაღებული
- ფორმატი: JPEG ან PNG
- ფოტო არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს
პრიზი: პოლაროიდის კამერა
საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინება უნივერსიტეტში.
წარმატებას გისურვებთ!