22მარ,2023
იწყება სტატიების მიღება სამეცნიერო ჟურნალ ,,სამართლის მეთოდების“ ახალი ნომრისთვის
მასალების გადაგზავნის ბოლო ვადა გახლავთ 2023 წლის 01 მაისი;
,,სამართლის მეთოდები" გახლავთ საერთაშორისო სამეცნიერო პერიოდული გამოცემა, რომელიც 2022 წლიდან ინდექსირებულია: Erihplus-ის, Ebsco-ს, Heinonline-ის სამეცნიერო ბაზებში.
ყველა შემომავალი სტატია ექვემდებარება ორმაგი რეცენზირების პროცესს და იბეჭდება ორი დადებითი რეცენზიის მიღების შემთხვევაში;
რეცენზირების სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს ორ თვეს;
ჟურნალში გამოქვეყნების უფლება აქვს მხოლოდ დოქტორის ხარისხის მქონე პირს, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებსა და მაგისტრებს;
სტატიების მიღებისა და გამოქვეყნების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჟურნალის ვებ გვერდზე: https://journals.sabauni.edu.ge/index.php/lm/index