
07ოქტ,2025
„იურიდიული ინგლისურის სახელმძღვანელო“ - საბაუნის პროფესორის ახალი გამოცემა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ინგლისური ენების ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, შორენა გოგიაშვილმა გამოსცა ახალი იურიდიული ინგლისურის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია სამართლის სფეროს პროფესიონალებისა და სტუდენტებისთვის, ასევე ყველა იმ პირისთვის, ვისაც სურს იურიდიულ საკითხებზე ინგლისურ ენაზე პროფესიულად და თავდაჯერებულად ისაუბროს.
ეს წიგნი შექმნილია თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნებზე მორგებული მიდგომით და ეხმარება მკითხველს გააუმჯობესოს როგორც ლექსიკური მარაგი, ისე პრაქტიკული კომუნიკაციის უნარები.
სახელმძღვანელო მოიცავს:
• 12 რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებულ დიალოგს;
• სპეციალურ ლექსიკურ და თარგმნის ტიპის სავარჯიშოებს;
• 50 ყველაზე ხშირად გამოყენებულ იდიომას იურიდიული ინგლისურიდან.
წიგნში თავმოყრილი მასალა ეხმარება მკითხველს განივითაროს პროფესიული კომუნიკაციის უნარები, გაიღრმავოს სამართლებრივი ტერმინოლოგიის ცოდნა და ეფექტურად დაუკავშირდეს უცხოელ კოლეგებსა და კონსულტანტებს. წიგნში წარმოდგენილი ლექსიკური და პრაქტიკული მასალა განკუთვნილია ინგლისური ენის B1–B2 დონის შემსწავლელთათვის.