
01ოქტ,2025
KAAD-ის სტიპენდია, ნინო ბაზიკოშვილის ხუთთვიანი სტაჟირება რეგენსბურგში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტმა ნინო ბაზიკოშვილმა მოიპოვა KAAD-ის სტიპენდია და ხუთთვიან კვლევით სტაჟირებას გაივლის რეგენსბურგის უნივერსიტეტში, პროფესორ ალექსანდერ გრასერის ხელმძღვანელობით.
ნინო ბაზიკოშვილის სადოქტორო ნაშრომის თემაა: „მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების მიმართება სამართლიანი სასამართლოს პრინციპთან“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი გიორგი გორაძე).