22ივნ,2023
კადისის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი საბაუნიში
მიმდინარე წლის 5-9 ივნისს, სულხან-ორბელიანის უნივერსიტეტს Erasmus+ აკადემიური მობილობის ფარგლებში სტუმრობდა კადისის უნივერსიტეტის პროფესორი - მიშელ რემი.
ერთკვირანი ვიზიტის განმავლობაში, პროფესორი რემი აქტიურად იყო ჩართული საბაუნიში მიმდინარე საერთაშორისო კვირეულის შეხვედრებში. კერძოდ, 7 ივნისს საბაუნის სტუდენტებისა და თავისუფალი დამსწრეებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია ევროკავშირის პარტნიორობის შეთანხმებებზე, კონკრეტულად კი განხილა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი. გარდა ამისა, კადისის უნივერსიტეტის პროფესორმა მოდერატორობა გაუწია 8 ივნისს გამართულ მრგვალ მაგიდას თემაზე: „ევროკავშირის იმიგრაციის ჩარჩო: მესამე ქვეყნის მოქალაქეების პოზიცია“, რომელშიც ქართველ პროფესორებთან და დოქტორანტებთან ერთად, უცხოელი პროფესორებიც მონაწილეობდნენ.
მობილობის ფარგლებში, მიშელ რემი მონაწილეობდა 8-9 ივნისს გამართულ სამართლის რიგით მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში „სამართალი და გლობალური უსაფრთხობა“, სადაც წაიკითხა მოხსენება თემაზე: „უშიშროების საბჭოს როლის გააზრება კრიზისის დროს პალესტინის საქმის მაგალითზე“.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და კადისის უნივერსიტეტს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საბაუნის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა აქვთ აქტიურად ისარგებლონ Erasmus+ გაცვლითი პროგრამებით კადისის უნივერსიტეტში.