31მაი,2018
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის საბჭოს II სხდომა
2018 წლის 30 მაისს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მეორე მმართელი საბჭოს სხდომა შედგა, რომელიც საბაუნიში ჩატარდა.
სხდომას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე ესწრებოდა.
სხდომაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა დისტანციური სწავლება, აღიარების პროცედურები,ხარისხის უზრუნველყოფის ახალი მექანიზმები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საავტორიზაციო პროცესი, რომელიც დაიწყო განახლებული სტანდარტებითა და პროცედურებით.
შეხვედრაზე წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.