27თებ,2023
კვლევითი გაცვლითი პროგრამა პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევარებისათვის
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ცხადდება საბუთების მიღება აკადემიური პერსონალისათვის, რომელთაც სურთ მოკლე ვადიანი მობილობით სასწავლო და კვლევითი საქმიანობა განახორციელონ მასპინძელ უნივერსიტეტში. აპლიკანტი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელით, დანარჩენ ხარჯებს აპლიკანტი საკუთარი ხარჯებით დაფარავს.
მობილობის ხანგრძლივობა:
2 კვირა, 1 თვე ან 2 თვე, აპლიკანტი თავად ირჩევს მობილობის ვადას.
მობილობა განხორციელდება 2023-2024 აკადემიური წლის მანძილზე
საბუთების წარმოდგენის (რეგისტრაციის) ბოლო ვადა: 2023 წლის 31 მარტი.
აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს სააპლიკაციო ფორმა და სამუშაო გეგმა (დანართი1), რომელიც შეთანხმებული იქნება მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი სფეროს პროფესორთან (აპლიკანტი თავად უნდა დაუკავშირდეს პოლონელ პროფესორს და მასთან შეთანხმებით დაგეგმოს მობილობის პერიოდი).
შენიშვნა: ლუბლინის უნივერსიტეტთან კომუნიკაციისას, გთხოვთ გამოიყენოთ პირადი მეილები (საბაუნის მეილები სპამში მიდის).
აპლიკანტმა აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნოს არაუგვიანეს 31 მარტისა ელ.ფოსტაზე: ირ@საბაუნი.ედუ.გე სათაურის ველში მიუთითეთ BAL Exchange at KUL
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, გადაწყვეტილებას მიიღებს საბაუნის საგანგებოდ შექმნილი კომისია.
აპლიკანტს შეუძლია განაცხადი გააკეთოს შემდეგი ტიპის მობილობაზე:
• კვლევითი მობილობა;
• სასწავლო მობილობა;
• კვლევა და სასწავლო მობილობა ერთად;
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაუნის აფილირებულ პროფესორებსა და აკადემიურ პერსონალს, ასევე სადოქტორო სკოლის სტუდენტებს.
სავალდებულოა უცხო ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა სავალდებულოა
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
• სააპლიკაციო ფორმა (ჩამოტვირთეთ) ხელმოწერილი მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომადგენელის მიერ
• ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დოკუმენტი რომელიც დაასაბუთებს რომ აპლიკანტმა სათანადოდ იცის ინგლისური ენა (მაგ. აქვს ინგლისურ ენაზე ლექციების ჩატარების გამოცდილება.
მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა გადმოაგზავნოთ საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ.ფოსტაზე ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს 31 მარტისა აპრილისა. სათაურის ველში მიუთითეთ Staff Exchange at KUL
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge