30ივნ,2025
მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმი „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა მიმდინარე წლის 17-18 ივნისს რიგით მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმს „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“ უმასპინძლა. 2025 წლისთვის სიმპოზიუმი ეძღვნებოდ სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალებიდან 300 წლისთავს, შესაბამისად, მოხსენებების დიდი ნაწილი სწორედ სულხან-საბა ორბელიანს და მის მოღვაწეობას ეძღვნებოდა.
ორდღიანი სიმპოზიუმი ხუთ სესიად დაიყო და მომხსენებლებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ საინტერესო მოხსენებები სულხან-საბა ორბელიანის გარდა, სხვადასხვა საისტორიო წყაროებში დაცულ კათოლიკე მისიონერების ცნობებზე საქართველოს შესახებ, ქართველი კათოლიკე სასულიერო და საერო პირების მემკვიდრეობაზე, პროპაგანდა ფიდეს ისტორიულ არქივში მიკვლეულ წყაროებზე ქართველი მეფეებსა და საქართველოში კათოლიკე ეკლესიის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.
ყოველწლიური სიმპოზიუმის მიზანია საზოგადოებისათვის კათოლიკე მოღვაწეებისა და ქვეყნის განვითარების საქმეში საქართველოში კათოლიკე ეკლესიის როლის შესახებ ცნობადობის ამაღლება. სიმპოზიუმზე წაკითხული მოხსენებები იბეჭდება კრებული სახით, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური სახით, ასევე ელექტრონულად.