15ივნ,2023
მე-6 საერთაშორისო კონფერენცია „სამართალი და გლობალური უსაფრთხოება“ საბაუნიში
2023 წლის 8-9 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა უმასპინძლა რიგით მე-6 საერთაშორისო კონფერენციას - „სამართალი და გლობალური უსაფრთხოება “.
ღონისძიება სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა და მასში ქართველ მომხსენებლებთან ერთად მონაწილეობა ჩეხეთის, ესპანეთის, პოლონეთისა და ლიეტუვის უნივერსიტეტების პროფესორებმა მიიღეს.
მოხსენებები შეეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის მასშტაბები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ICC და მისი საქმიანობა საქართველოში, უშიშროების როლის გააზრება კრიზისში პალესტინის საქმის მაგალითზე, რეპროდუქციული უფლებები უკრაინელი ქალების გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის კონტექსტში, იმპერიული ამბიციიდან ტერორისტულ სახელმწოფობმდე: რუსეთი, როგორც გამოწვევა დემოკრატიული სამყაროსთვის.
5-9 ივნისის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში საბაუნიში უცხოელი პროფესორების მონაწილეობით მოეწყო არაერთი პანელური დისკურსი, საჯარო ლექცია და ინდივიდუალური შეხვედრა როგორც საბაუნის სტუდენტებთან, ისე აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან.
სამართლის საერთაშორიო კონფერენციას სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ყოველწლიურად მასპინძლობს.