04მაი,2018
საბაუნი IFCU-ს წევრი გახდა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი გახდა მსოფლიოს კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის (IFCU) სრულუფლებიანი წევრი უნივერსიტეტი, რომლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ფედერაციის გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც გაიმართა მიმდინარე წლის მარტში, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში. ფედერაციის წევრობა საბაუნისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი და ღია კარია მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობისათვის.
ფედერაცია დაარსდა 1924 წელს და დღეს მასში გაწევრიანებულია 227 უნივერსიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (ექვსი კონტინენტიდან).
IFCU -ს აქვს კონსულტანტის სტატუსი გაეროში (ნიუ იორკი), UNESCO ში (პარიზი) და ევროკავშირში (სტრასბურგი). გარდა ამისა, ფედერაციას თავისი წარმომადგენლობა ყავს გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში (ECOSOC) (ვენა), ჟენევის ადამიანის უფლებათა კომისიაში და გაეროს ნარკოტიკებისა და კრიმინალის ოფისში (UNODC) (ვენა).