21თებ,2023
საბაუნის დელეგაციის ვიზიტი ლუმსას უნივერსიტეტში
13 თებერვალს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებს ლუმსას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ფრანჩესკო ბონინიმ უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ. საბაუნის დამფუძნებელმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ მადლიერება გამოხატა უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობისათვის და ისაუბრა საბაუნისათვის კათოლიკური უნივერსიტეტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. დაიგეგმა მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და ლუმსას უნივერსიტეტი 2019-2020 სასწავლო წლიდან თანამშრომლობენ Erasmus+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამით და საბაუნის თერთმეტმა სტუდენტმა უკვე ისარგებლა ერთ სემესტრიანი სასწავლო გრანტით იტალიურ უნივერსიტეტში.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ, უნივერსიტეტის რექტორი, მამა აკაკი ჭელიძე, დამფუძნებელი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო, მრჩეველთა საბჭოს წევრი პროფესორი მამა პიერ დიუმულენი და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი შორენა პარუნაშვილი.