21მაი,2026
საბაუნის დოქტორანტის კვლევა გერმანიაში, პოტსდამის უნივერსიტეტში
საბაუნის დოქტორანტი იოსებ ედიშერაშვილი კვლევითი ვიზიტით მიემგზავრება გერმანიაში, პოტსდამის უნივერსიტეტში, სადაც სამი თვის განმავლობაში საკუთარ სადისერტაციო ნაშრომზე იმუშავებს.
დისერტაციის თემა ეხება თანამედროვე ციფრული სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს - „გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული დავების განხილვის მექანიზმები ციფრულ სოციალურ პლატფორმებზე“.
კვლევითი ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში გამოცდილების გაღრმავებისა და კვლევის განვითარებისათვის.