16დეკ,2026
საბაუნის პრორექტორის კვლევა საერთაშორისო პრესტიჟული გამომცემლობის კრებულში გამოქვეყნდა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორის, პროფესორის, დიმიტრი გეგენავას კვლევა - “Law, Language, and Legal Certainty: Transformation and Challenges of the Georgian Legal Language”, საერთაშორისო პრესტიჟული გამომცემლობის Routledge-ის მიერ მომზადებულ კრებულში გამოქვეყნდა - Language for Legislation and Legislation through Language (რედაქტორები: Tímea Drinóczi, Giulia A. Pennisi, Helen Xanthaki).
კრებული აერთიანებს ინტერდისციპლინურ კვლევებს, რომლებიც შეისწავლიან თუ როგორ შეიძლება ენის ინსტრუმენტების, კონცეპტებისა და მეთოდოლოგიების გამოყენება თანამედროვე სამართალში კანონების სიცხადის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გასაძლიერებლად; როგორ განაპირობებს ენა სამართლებრივი ნორმების ინტერპრეტაციასა და პრაქტიკაში განხორციელებას და როგორ შეიძლება ამ პროცესების გაუმჯობესება თანამედროვე ლინგვისტური მიდგომებით.
საბაუნის პროფესორის Routledge-ის გამოცემაში მოხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტის მაღალი ხარისხის აკადემიურ გარემოსა და მის მზარდ აღიარებას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.
წიგნის შეძენა შესაძლებელია გამომცემლობის ოფიციალურ საიტზე.