16ნოე,2025
სადოქტორო დისერტაციის საჯარო დაცვა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში
2025 წლის 16 დეკემბერს, 16:00 სთ-ზე 406-ე აუდიტორიაში გაიმართება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტის, ოლიკო კობახიძის დისერტაციის დაცვა.
სადოქტორო ნაშრომის თემა: „ქართული ცეკვა, როგორც ქორეოგრაფიული ნაწარმოები და მისი საავტოროსამართლებრივი დაცვის მექანიზმები“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გიორგი მესხი.
სადისერტაციო კომისიის შემადგენლობა:
- ასოცირებული პროფესორი სიმონ ტაკაშვილი (კომისიის თავმჯდომარე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი)
- ასოცირებული პროფესორი ნინო ქათამაძე (რეცენზენტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი)
- დოქტორი გვანცა გუგეშაშვილი (რეცენზენტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი)
- ასოცირებული პროფესორი სალომე ქავთარაძე (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი)
- დოქტორი თორნიკე მერებაშვილი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი)
- დოქტორი ზურაბ ჭეჭელაშვილი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი)
დასწრება თავისუფალია.