25იან,2026
სადოქტორო სკოლის საახალწლო მიღება
14 იანვარს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლის საახალწლო მიღება გაიმართა, სადაც უნივერსიტეტმა წარადგინა გასული წლის სამეცნიერო საქმიანობის ანგარიში და გამორჩეული შესაძლებლობა შექმნა დოქტორანტებსა და აკადემიურ საზოგადოებას შორის იდეებისა და გამოცდილების გასაზიარებლად.
უნივერსიტეტის პრორექტორმა, დიმიტრი გეგენავამ, წარადგინა უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის ანგარიში, რომელიც შეეხებოდა კვლევით აქტივობებს, აკადემიურ მიღწევებსა და განვითარების ძირითადი მიმართულებებს.
ანგარიშის წარმოდგენისას ყურადღება დაეთმო სადოქტორო სკოლაში მიმდინარე პროცესებსაც.
ამ ეტაპზე სადოქტორო სკოლა ახორციელებს სამ სადოქტორო პროგრამას — სამართლის, თეოლოგიისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით.
ღონისძიება დასრულდა არაფორმალური მიღებით, რომელმაც ხელი შეუწყო პროფესიული ურთიერთობების გაღრმავებას და იდეების თავისუფალ გაზიარებას.