29აპრ,2026
სალამანკას პონტიფიკური უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი საბაუნიში
სულხან-საბა რორბელიანის უნივერსიტეტს Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში სალამანკას პონტიფიკური უნივერსიტეტის პროფესორი, სანდრა ლიზეთ ჰერნანდეს ზელაია სტუმრობდა.
ვიზიტის დასაწყისში ესპანელ სტუმარი შეხვდრა საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს, შორენა პარუნაშვილს, რომელთანაც ისაუბრა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და სალამანკას პონტიფიკურ უნივერსიტეტს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე. ყურადღება გაამახვილეს COIL ისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.პროფესორმა ჰერნანდესმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა COIL ის პროექტებში მონაწილეობაზე და მზაობა გამოთქვა სამომავლოდ დახმარებაზე.
ესპანელმა პროფესორმა ლექციები ჩაატარა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თემაზე საერთაშორისო მარკეტინგი, რომლებშიც სტუდენტები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულები.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და სალამანკას უნივერსიტეტი წლებია წარმატებით თანამშრომლობენ Erasmus+ KA171 საერთაშორისო კრედიტების მობილობისპროგრამის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობდნენ საბაუნის არაერთი სტუდენტი და პერსონალი.