02მარ,2026
შესაძლებლობა საბაუნის აკადემიურ პერსონალისა და სტუდენტებისთვის
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს 2 მარტიდან - 13 მარტის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ისარგებლონ ედვარდ ელგარის გამომცემლობის 2020 და 2021 წლებში გამოცემული აკადემიური პროდუქციით.
Edward Elgar Publishing არის წამყვანი დამოუკიდებელი აკადემიური და პროფესიული გამომცემლობა, რომელიც სპეციალიზებულია სამართლის, ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების სფეროებში. გამომცემლობა აერთიანებს 10 000-ზე მეტი დასახელების აკადემიურ რესურსს და ყოველწლიურად დაახლოებით 600 დასახელების წიგნსა და ჟურნალს გამოსცემს.
უფასო წვდომისთვის უნდა ისარგებლოთ მოცემული ბმულით და მიჰყვეთ ინსტრუქციას - ttps://www.elgaronline.com/browse?access=user&level=parent
შეგახსენებთ, რომ წვდომა შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის შენობიდან.