23დეკ,2025
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორების სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა Springer-ის გამოცემაში
საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისთვის.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამთა მიქაბერიძის და განვითარების კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო პაპაჩაშვილის ერთობლივი სამეცნიერო სტატია - Bridging the Gap: Digital Skills for Digital Transformation საერთაშორისო ავტორიტეტული გამომცემლობის Springer-ის სერიულ გამოცემაში (Springer Proceedings in Business and Economics) გამოქვეყნდა.
Springer Proceedings in Business and Economics აერთიანებს საერთაშორისო კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებზე წარმოდგენილ შერჩეულ, მაღალი აკადემიური ღირებულების მქონე უახლეს კვლევებს, რომლებიც განკუთვნილია გლობალური სამეცნიერო აუდიტორიისთვის და მოიცავს ეკონომიკის, ბიზნესის, მენეჯმენტისა და ფინანსების მრავალფეროვან მიმართულებებს.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ულოცავს საბაუნის პროფესორებს ამ მნიშვნელოვან აკადემიურ მიღწევას და უსურვებს შემდგომ წარმატებულ სამეცნიერო საქმიანობასა და საერთაშორისო აღიარებას.