30ოქტ,2025
თანამშრომლობის მემორანდუმი LTCG-თან
29 ოქტომბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა და Legal Training and Consulting Group-მა (LTCG) გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების განვითარებას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.
მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტი და პარტნიორი ორგანიზაცია ერთობლივად იმუშავებენ სტუდენტთა პროფესიული და პრაქტიკული უნარების განვითარების მიმართულებით. LTCG საბაუნის სტუდენტებს შესთავაზებს სამართლებრივ ტრენინგებს, იმიტირებულ პროცესებსა და პრაქტიკულ კურსებს, ხოლო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შესაბამის საგანმანათლებლო გარემოს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ერთობლივი პროექტების მხარდაჭერას.
პარტნიორობის ფარგლებში დაინერგება პროგრამა „Street Law“, რომელიც სკოლის მოსწავლეებს სამართლის პრაქტიკულ სწავლებას შესთავაზებს.
საბაუნის და LTCG-ის პარტნიორობა დაფუძნებულია პროფესიონალიზმზე, პროგრესულ ხედვაზე და ხარისხის მაღალი სტანდარტების შენარჩუნებაზე.
ეს თანამშრომლობა შექმნის ახალ შესაძლებლობებს სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ სამართლის სფეროში პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავება.