07თებ,2023
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და კამილიელთა სამედიცინო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
6 თებერვალს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და კამილიელთა სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობას მედიცინის პროგრამის (ინგლისურენოვანი) ფარგლებში, რაც გულისხმობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და მათთვის, როგორც სამედიცინო პერსონალისათვის, აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლებას, რაც გათვალისწინებულია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე საქართველოში აღიარებული საერთაშორისიო სტანდარტებით.
მემორანდუმი აგრეთვე ითვალისწინებს ერთობლივი კონფერენციების, ვორქშოფების და სხვა სამეცნიერო საგანმანათლებლო აქტივობების ინიცირებასა და განხორციელებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და პრევენციული ღონისძიებების (თემატური ლექციები ცხოვრების ჯანსაღი წესის, უსაფრთხო გარემოს, პრევენციული ღონისძიებების და სხვა აქტუალობის და მნიშვნელობის შესახებ ) ჩატარებასა და სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში სტუდენტების ჩართვას.
მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტთა სასწავლო პროცესის განხორციელება მოხდება მედიცინის პროგრამის სასწავლო კურსში: რეაბილიტაცია და სპორტული მედიცინა.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსტიტეტში მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამა სულ მალე ამოქმედდება.