30აპრ,2026
VIII საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენცია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის VIII საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენცია ინტერდისციპლინურია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.კონფერენციის მიზანია სტუდენტების კვლევითი საქმიანობის წახალისება.
მიმართულებები:
- ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი და ტურიზმი;
- პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები;
- ფსიქოლოგია და სოციოლოგია;
- საჯარო მმართველობა;
- სამართალი;
- თეოლოგია და რელიგიის კვლევები
მოთხოვნები:
- საკონფერენციო ნაშრომი უნდა დაეფუძნოს კონკრეტულ პრობლემატიკას,რომელიც აქტუალურია როგორც აკადემიურ, ისე საზოგადოებრივ დისკურსში.
- საკონფერენციო ნაშრომის შესრულება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. ჯგუფური ნამუშევრის შემთხვევაში, ერთ ჯგუფში მაქსიმუმ ორი სტუდენტი უნდა იყოს გაწევრიანებული.
მომხსენებლებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია არაუმეტეს 10-15 წუთისა, რომელიც მოიცავს კითხვა-პასუხის რეჟიმსაც.
ნაშრომის შესრულების სტანდარტები:
- სრული ტექსტი: 10-12 გვერდი
- შრიფტი: Sylfaen, 11 (სქოლიო - 9)
- ხაზებს შორის სივრცე: 1,15,
- მინდვრები: 2-2-2-2 სმ,
- აბზაცებს შორის სივრცე: 0
- წყაროთა დამოწმება და ბიბლიოგრაფიების შედგენა APA სტილით (სამართლისადა საჯარო მმართველობისათვის - დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ციტირების სტანდარტი)
ნაშრომის სტრუქტურა უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს: სატიტულო გვერდი (ავტორის სახელის, გვარის, უნივერსიტეტისა და ნაშრომის ხელმძღვანელის მითითებით), ძირითადი ტექსტი და ბიბლიოგრაფია.
შენიშვნა: თანაავტორობით შესრულებული ნაშრომების შემთხვევაში მონაწილეების ცალ-ცალკე რეგისტრაცია საჭირო არაა.
თეოლოგიისა და სოციალური მეცნიერებების (ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ინგლისური ფილოლოგია, სოციოლოგია) მიმართულებით მნიშვნელოვანი თარიღები:
- რეგისტრაციის ბოლო ვადა - 5 მაისი
- აბსტრაქტის გამოგზავნის ბოლო ვადა -10 მაისი;
- ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა - 25 მაისი
სოციალური მეცნიერებებისა და თეოლოგიის მიმართულებით კონფერენციის ჩატარების თარიღი - 1-ელი ივნისი, 12:00 საათი, სარეგისტრაციო ბმული
შესრულებული ნაშრომი უნდა გადააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
- თეოლოგია - g.barnovi@sabauni.edu.ge
- სოციალური მეცნიერებები - l.gelashvili@sabauni.edu.ge
სამართლისა და საჯარო მმართველობის მიმართულებებით მნიშვნელოვანი თარიღები:
- რეგისტრაციის ბოლო ვადა - 10 მაისი
- აბსტრაქტის გამოგზავნის ბოლო ვადა -15 მაისი;
- ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა - 25 მაისი;
სამართლისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით კონფერენციის ჩატარების თარიღი - 2 ივნისი, 11:00 საათი, სარეგისტრაციო ბმული
შესრულებული ნაშრომი უნდა გადააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Law@sabauni.edu.ge
ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი თარიღები:
- რეგისტრაციის და აბსტრაქტის გამოგზავნის ბოლო ვადა - 20 მაისი;
- ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა - 25 მაისი;
- ეკონომიკის, ბიზნესის, ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით კონფერენციის ჩატარების თარიღი - 2 ივნისი,12:00 საათი, სარეგისტრაციო ბმული
შესრულებული ნაშრომი უნდა გადააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: fbt@sabauni.edu.ge
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები,გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიმბოლური საჩუქრებით.