
UpToDate
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი გთავაზობთ წვდომას მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან და აღიარებულ სამედიცინო ბაზა UpToDate-ზე.
UpToDate არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური გადაწყვეტილების მხარდამჭერი სისტემა, რომელიც სამედიცინო პროფესიონალებს სანდო, განახლებულ და პრაქტიკაში გამოსაყენებელ ინფორმაციას აწვდის. პლატფორმა მოიცავს 25-ზე მეტ კლინიკურ სპეციალობას, მკურნალობის რეკომენდაციებს, შერჩეული მედიკამენტების მონოგრაფიებსა და პაციენტისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო მასალებს.